თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

ბელგოროდში FSB-ის შენობას დრონი დაესხა თავს

რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელგოროდში რუსეთის FSB-ის შენობას უკრაინული დრონი დაესხა თავს. 

მედიის ცნობით, შენობაზე უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაზიანდა ფასადი და ჩაამტვრია მინები.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს ვიაჩესლავ გლადკოვს ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მან მოსკოვის დროით 10:04 საათზე განაცხადა, რომ ქალაქს თავს დაესხა ორი უპილოტო საფრენი აპარატი. ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, დააზიანა ფასადი, ფანჯრები და სახურავი, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეორე დრონი, მისი თქმით, მდინარეში ჩავარდა, მსხვერპლი არ ყოფილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა