თეგებით ძიება

ფენშუის 10 მარტივის წესი ჰარმონიული მომავლისთვის

1. სახლის კარი უნდა იღებოდეს შიგნით. გარეთ გამოღებული კარი ენერგიას არ უშვებს სახლში და უკან ისტუმრებს. თუ შემოსასვლელი კარი ჩრდილოეთს უყურებს, სასურველია მისი ცეცხლისფერ ფერად შეღებვა – წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მეწამული.

2. სახლის შემოსასვლელი იმის ამსახველია, თუ როგორ შემოდის თქვენს ცხოვრებაში ენერგია; შესაბამისად, ნუ დაიზარებთ და ეს ადგილი განსაკუთრებული მონდომებით მოაწყვეთ – გაათავისუფლეთ ზედმეტი ნივთებისგან, შექმენით კარგი განათება და სისუფთავე.

3. სარკე ირეკლავს ენერგიას; ფენ შუის რჩევების გავითვალისწინებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკიდოთ ის შემოსასვლელი კარის საპირისპიროდ, რათა არ აირეკლოს ის დადებითი ენერგია, რომელიც სახლში გვინდა რომ შემოვიდეს. ასევე, არასასრუველია სარკის საწოლთან განთავსებაც.

4. მცენარეები განსაკუთრებული მნიშნელობის მატარებლები არიან ფენ შუის მიხედვით და აუცილებელია სახლში მათი ქონა. სასურველია ქოთნის მცენარეების, როგორც მისაღებ, ასევე საძინებელ ოთახში განლაგება.

5. ოთახის ტემპერატურა ნეიტრალური უნდა იყოს – არც ძალიან თბილი და არც ძალიან ცივი. ჰაერის ხშირი განიავება კი არსებითი მნიშვნელობისაა ფენ შუისათვის.

6. სასადილო მაგიდას არ უნდა ჰქონდეს კუთხეები, შესაბამისად, ის მრგვალი ან ოვალური ფორმის უნდა იყოს. ასევე, სასურველია სკამებს მყარი და მაღალი საზურგე ჰქონდეთ.

7. ფენ შუის მიხედვით კარები შესაძლებლობების პორტალია ჩვენს ცხოვრებაში და ისინი მინიმუმ 90 გრადუსით მაინც უნდა იღებოდეს. ასევე, კარი უნდა იყოს წესრიგში, არ კრაჭუნებდეს და ყველა საკეტი მუშაობდეს.

8. სამუშაო მაგიდა, საწოლი და ქურა ისე უნდა განათავსოთ შესაბამის ოთახებში, რომ კარის დანახვა შეგეძლოთ მარტივად; ესეც ხელსაყრელი შესაძლებლობის მიღების მიზნით უნდა გააკეთოთ ასე.

9. გადახედეთ იმ გზას, რომელსაც ყველაზე ხშირად გადიხართ საკუთარ სახლში. მაგალითად, შემოსასვლელი კარიდან კარადამდე, იქედან სააბაზანომდე, შემდეგ საძინებლამდე და ა.შ. თუ ამ გზაზე რაიმე ხელისშემშლელი გხვდებათ ხოლმე, იქნება ეს დივანი, სავარძელი, ოთახის მცენარე, სათამაშო თუ ნებისმიერი სხვა ნივთი, აუცილებლად გადადგით და გაათავისუფლეთ ის ადგილი.

10. მნიშვნელოვანია უსარგებლო, ზედმეტი და ცუდი მოგონებების მატარებელი ნივთების სახლიდან მოშორებით გატანა, ამით თქვენ ათავისუფლებთ “ადგილს” ახალი შესაძლებლობებისთვის. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა