თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, კრემლი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს რეალობას და არა ფსიქოტროპული წამლების გამოყენების შემდეგ გაჩენილ სურვილებს.

"მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის? დიახ, მაგრამ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის არა ფსიქოტროპული წამლების მოხმარების შემდეგ გაჩენილი სურვილების საფუძველზე, არამედ იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნა". - თქვა პუტინმა.

ამასთან, პუტინის თქმით, შესაძლო მოლაპარაკებები არ იქნება პაუზა კიევის ხელახლა შეიარაღებისთვის, არამედ იქნება სერიოზული საუბარი მოსკოვისთვის უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე.

გარდა ამისა, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებები უფრო ადვილია მათთან, ვისაც ცხვირი კოკაინში აქვთ.

"უფრო ჭკვიანებმა დაიწყეს ფიქრი, რომ საჭიროა რუსეთთან სტრატეგიის შეცვლა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეები მოლაპარაკებების პროცესის განახლების, ამ კონფლიქტის დასრულების გზების მოძებნის. სხვათა შორის, საშიში ხალხია, ცხვირი კოკაინში? მაგრამ არა უშავს, ასეთებთან უფრო მარტივია, ჭკვიანებთან კი უფრო რთულია. ისინი საშიშები არიან, რადგან საზოგადოებრივ აზრზე ახდენენ გავლენას, მათ შორის, ჩვენი საზოგადოებისაც". - თქვა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა