თეგებით ძიება

კაცმა, რომელიც 15 წლის ნათესავის სექსუალურად შევიწროების ბრალდებით დააკავეს, სავარაუდოდ მოზარდის შეყვარებულიც დაჭრა - ახალი დეტალები

53 წლის კაცს, რომელსაც 15 წლის ნათესავი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში ადანაშაულებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ბიძის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ არასრულწლოვანმა პოლიციაში  მისვლამდე დეიდას უამბო, თუმცა ამჟამად დაკავებულის ცოლმა, დისშვილი სასტიკად სცემა. 

ირკვევა ისიც, რომ თავდაპირველად 53 წლის კაცი ახალგაზრდა ბიჭის დაჭრის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით გაირკვა, რომ საუბარი იყო 15 წლის მოზარდის შეყვარებულზე, რომელსაც გოგონამ შველა და სავარაუდოდ მოძალადე ბიძისგან დახსნა სთხოვა. 

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, 15 წლის გოგოს დედა ემიგრაციაში, ამიტომ ის ხშირად რჩებოდა დეიდასთან. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდმა თვითმკვლელობაც სცადა. 

ბათუმში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

გამოძიება არასრულწლოვანის დეიდის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

53 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაშია, მისი ცოლი კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა