თეგებით ძიება

NASA-მ იმ ფირფიტის დიზაინი წარადგინა, რომელზეც მილიონობით ადამიანის სახელი კოსმოსში მოხვდება

აშშ-ის ეროვნულმა აეროკოსმოსურმა სააგენტომ გაამხილა როგორი იქნება აპარატ Europa Clipper-ის ბორტზე დამაგრებული ფირფიტა. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აპარატი იუპიტერის თანამგზავრისკენ - ევროპისკენ გაემგზავრება. ფირფიტა, რომელსაც ის კოსმოსში წაიღებს არც ისე დიდია - 18x28 სანტიმეტრი. მის გარე მხარეზე ხმოვანი ტალღების გრავირებაა, რომელიც 103 ენაზე სიტყვა „წყლის“ წარმოთქმას გადმოსცემს. ეს მისიის მიზანს უსვამს ხაზს, რომელიც ევროპის ყინულოვანი გარსის ქვეშ ოკეანის აღმოჩენაში მდგომარეობს.

ფირფიტის შიდა ნაწილზე დატანილია ადა ლიმონის ლექსი In Praise of Mystery: A Poem for Europa („საიდუმლოს სადიდებლად: პოემა ევროპისთვის“). აქვეა პლანეტოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, რონალდ გრილის პორტრეტი და დრეიკის განტოლება, რომელიც გამოიყენება არამიწიერი ცივილიზაციების რაოდენობის გამოსათვლელად, რომლებსაც კაცობრიობა შეიძლება შეხვდეს.

ფირფიტაში ასევე დამალულია მიკროჩიპი, რომელზეც 2,6 მილიონი ადამიანის სახელი და გვარია. ისინი NASA-ს საიტზე მსურველებმა კამპანიის „გზავნილი ბოთლში“ ფარგლებში დატოვეს.

Europa Clipper-ის სტარტი 10 ოქტომბრისთვის არის დაგეგმილი. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, აპარატი იუპიტერისკენ 2030 წელს ჩააღწევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა