"ის იესო არ არის, რომ სასწაულები მოახდინოს" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიელი ქომაგები?
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ტურის განმეორებით მატჩში "ნაპოლი" სტუმრად "ბარსელონას" დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით 3:1.
ორი მატჩის ჯამში (4:2) მეოთხედფინალში "ბარსელონა" გავიდა. "ნაპოლი" კი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.
რა თქმა უნდა, ამჯერადაც დიდი ინტერესი იყო ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. კვარაცხელიასგან ფანები ყოველთვის ყველაზე მეტს ელიან. მას არ ჰქონია საუკეთესო მატჩი, თუმცა თანაგუნდელებს შორის მაინც გამორჩეული იყო. Sofascore-მა ხვიჩას თამაში 7.6 ქულით შეაფასა, რაც საუკეთესო შედეგია "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის.
"კვარას" შესახებ წერენ ფანები და სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები. ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც დადებითად აფასებს მის თამაშს და თვლიან, რომ თანაგუნდლები მხარს ვერ უბამდნენ და ხვიჩა მარტო ვერაფერს გახდებოდა.
გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს სოციალური ქსელებიდან:
„ყველაზე ცუდი თამაშიც რომ ჰქონდეს, ის მაინც გიზიდავს. საოცარი ცეცხლი აქვს.“
„ხომ არ იცით, ოსიმენი და კვარაცხელია მოედანზე იყვნენ".
„კვარაცხელია ჩანთაში გყავთ?“
„უნდა ითქვას, რომ კვარაცხელია კუნდემ დაჯაბნა“.
„კვარაცხელიასთან რა გინდათ? ბიჭი 13 მილიონად იყიდეს და მან თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იბრძოლებდა, ის თავის სიტყვას ასრულებს, როდის ყოფილა "ნაპოლი" ასეთი ძლიერი წინა წლებში? შეხედეთ მის თანაგუნდელებს, ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვთ?!“
„ზოგი ამბობს, რომ კვარაცხელიას ცუდი თამაში ჰქონდა, აშკარაა, მას უკეთესი მატჩებიც ჰქონია, მაგრამ ნახეთ - 3 დარტყმა, სამი საკვანძო პასი და ძალიან საშიში, 11 მოგებული დუელი, 89% პასების სიზუსტე და ის იესო არ არის, რომ სასწაულები მოახდინოს. Sofascore-მა 7.6, დაუწერა რაც საუკეთესო შედეგია ნაპოლის რიგებიდან".
"ნაპოლის ფეხბურთელები თითქოს უმოტივაციოდ იყვნენ, ერთადერთი, ვინც ცდილობდა, კვარაცხელია იყო, ამას ვუფასებ, თუმცა მარტო ვერაფერს გახდებოდა“, - წერენ კომენტარებში.