8 წელი ანკარაში მომხდარი ტერაქტიდან - თურქეთში დაღუპულებს იხსენებენ
2016 წლის 13 მარტს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმიდან 8 წელი გავიდა. ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა დაჯგუფების თურქ წევრს დააკისრა, თუმცა მოგვიანებით დანაშაული საკუთზრ თავზე ქურთისტანის თავისუფალი ქორების მებრძოლებმა აიღეს.
აფეთქება მოხდა ათათურქის ბულვარზე 18:35 სთ.-ზე, გიუვენპარკთან ახლოს, იმ ადგილას, სადაც რამდენიმე ავტობუსის გაჩერება იყო განთავსებული. თავდასხმისთვის გამოყენებული იქნა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანა. სამიზნე იყო ავტობუსები, რომლებითაც მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავდათ. ტერორისტი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 127 ადამიანი და დაზიანდა გარშემო შენობები.