თეგებით ძიება

55 წელი Apollo 9-ს წარმატებით დასრულებიდან

 1969 წლის 3-13 მარტს შედგა, ადამიანის მესამე წარმატებული კოსმოსური ფრენა, ნასას Apollo-ს პროგრამით. პროგრამას აშშ-ის მთავრობა ბიუჯეტიდან სოლიდურად აფინანსებდა. დედამიწის დაბალ ორბიტაზე აპოლომ 10 დღე, 1 საათი და 54 წამი გაატარა. სამკაციანი ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიოდნენ: მაკდივიტი , სკოტი , შვაიკარტი.  ათდღიანი მისიის განმავლობაში მათ გამოსცადეს მთვარეზე დაშვებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები და პროცედურები.

 

 მისია წლების განმავლობაში იგეგმებოდა. მისიის წარმატება იმაშიც გამოიხატებოდა, რომ დატესტილი იქნა: LM ძრავები, ზურგჩანთის სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემები, სანავიგაციო სისტემები და დოკ მანევრები. ცნობისთვის ცივი ომის პერიოდში, აშშ-სა და სსრკ-ს შორის ე.წ. კოსმოსური რბოლა მიდიოდა და კოსმოსში წარმატებას პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. იმჟამინდელ ბიპოლარულ სამყაროში, ეს აქტი აშშ-ის ზესახელმწიფოს სტატუს უსვამდა ხაზს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა