თეგებით ძიება

აშშ-ის უარი კეზერაშვილს - რატომ არ მისცეს ვიზა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ?

რატომ  არ მისცა ოფიციალურმა ვაშინგტონმა  დავით კეზერაშვილს ვიზა? - საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი უარის მიზეზების დადგენას ცდილობს. კეზერაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის  წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო და საჩივრით კოლუმბიის რაიონულ სასამართლოს მიმართა. 

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს დადგენილება გახდა და ის მუხლი გახდა,  რომელიც  ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

დავით კეზერაშვილი ითხოვს შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის  მიზეზი გახდა. 

ჯერჯერობით კეზერაშვილის მხარეს განმარტებები არ გაუკეთებია. ენმ-ში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ და კომენტარს ვერ გააკეთებენ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, "ქართული ოცნება" ამ ფაქტით კმაყოფილია და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქართულ მხარეს უნდა გადმოეცეს 

კარგი იქნება თუკი ჩვენი ევროპელი კოლეგები გაიზიარებენ ამერიკულ სულისკვეთებას, კეზერაშვილს იმ სტატუსს მიანიჭებენ რაც მას ეკუთვნის, გადმოსცემენ საქართველოს და ის აქ გასამართლდება სათანადოდ" ამბობს დავით მათიკაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა