პუტინს ბიძაშვილი მოუკვდა - მედია
91 წლის ასაკში, პუტინს ბიძაშვილი, ევგენი პუტინი მოუკვდა. მედიის ინფორმაციით, პუტინი 10 მარტს დაკრძალეს. დეტალები უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ევგენი პუტინი დიდი ხნის განმავლობაში ოჯახთან ერთად ივანოვოში ცხოვრობდა, შემდეგ კი ის შვილთან, სუზდალში გადავიდა საცხოვრებლად. სავარაუდოდ სწორედ იქ დაკრძალეს რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილი.