თეგებით ძიება

"გარდაიცვალა ემიგრანტი დედის, ემიგრანტი შვილი, 21 წლის გიო ჯანელიძე" - შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი დედის, ემიგრანტი შვილი.... 21 წლის გიო ჯანელიძე.

ათენში ემიგრანტი დედა გამწარდა ისევ...  დედა-შვილი, ორივე ემიგრაციაში იმყოფებოდა.. მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო გიო.

გულს გვიკლავს ემიგრანტი დედების დაუსრულებელი მოთქმა-გოდება, ნუგეშის თქმაც რომ შეუძლებელია მათთვის.ცდილობენ, გაგილამაზონ სამუდამო სასუფეველი. თამილა მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე, ამ ტკივილს რომ გაუძლო... ახლა საერთოდ ყველა გავიყინეთ“ - წერს სიხარულიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა