თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

სტოკჰოლმის პოლიციამ გრეტა ტუნბერგს შვედეთის პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების საშუალება არ მისცა

სტოკჰოლმის პოლიციამ ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს შვედეთის პარლამენტის შესასვლელის ბლოკირების საშუალება არ მისცა. ამის შესახებ გამოცემა Aftonbladet-ი იტყობინება.

ტუნბერგი და მისი კოლეგები უკვე მესამე დღეა, შვედეთის პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ცდილობენ. დღესაც, პოლიციამ აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან გაიყვანა და შესასვლელების ბლოკირების საშუალება არ მისცა.

„ადამიანები იღუპებიან კლიმატური კატასტროფების, ომებისა და რესურსების არათანაბარი განაწილების გამო“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

პოლიციის ცნობით, აქტივისტებს დემონსტრაციის ჩატარების უფლება აარ ჰქონდათ, შესაბამისად, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა