თეგებით ძიება

ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნდს შე­უ­ერ­თდა. პო­ლი­ტი­კო­სი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გვერ­დით სა­ჯა­როდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბა­თუმ­ში ლე­გენ­დე­ბის მატჩს და­ეს­წრო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზეც მი­ვი­და.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში, რო­მელ­შიც ამომ­რჩევ­ლე­ბის კი­თხვებს პა­სუ­ხობს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა რომ გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ახლა მათ გუნდშია.

კი­თხვა­ზე ლე­ვან გო­გი­ჩაშ­ვილ­თან ერ­თად ჩან­ხართ, თქვენს გუნდშია ლე­ვა­ნი? - გა­ხა­რია ამ­ბობს:

- ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი გარ­და იმი­სა, რომ ჩვენს გუნდშია ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ჩვენს ყრი­ლო­ბა­საც ეს­წრე­ბო­და. რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ჩვენ­თან ერ­თად არის. უფრო სწო­რად, ჩვენ ერ­თად ვართ.

და მე ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს ლე­ვა­ნის დე­პუ­ტა­ტო­ბის დროს რამ­დე­ნად პრინ­ცი­პუ­ლად იცავ­და ის სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბის და თა­ვის ამომ­რჩევ­ლე­ბის ინ­ტე­რესს. გარ­და იმი­სა, რომ იცავ­და მათ ინ­ტე­რე­სებს, ლე­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე მუ­შა­ობ­და. აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე...

მახ­სოვს, ხმა­უ­რის კა­ნო­ნის მი­სა­ღე­ბად რამ­დე­ნი დე­ბა­ტე­ბი კი არა, და­ვე­ბიც კი ჰქო­ნია და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მინ­და გი­თხრათ, რომ ლე­ვა­ნი რო­გორც აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მე ვა­მა­ყობ იმით, რომ ის ჩვენ­თან არის და ჩვენ­თან იქ­ნე­ბა.

აქ არის ლე­ვა­ნი და შე­გიძ­ლი­ათ შე­ხე­დოთ...


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა