პოლონეთში ქართული დიასპორის თავჯდომარე, რეჟისორი, მხატვარი და ისტორიკოსი კონსტანტინე ციციშვილი გარდაიცვალა
პოლონეთში ქართული დიასპორის თავჯდომარე, რეჟისორი, მხატვარი და ისტორიკოსი კონსტანტინე ციციშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„გაცნობებთ, რომ ამა წლის 10 მარტს გარდაიცვალა პოლონეთში ქართული დიასპორის საპატიო თავჯდომარე, გამოჩენილი რეჟისორი, მხატვარი და ისტორიკოსი კონსტანტინე ციციშვილი.
ბატონ კონსტანტინე პოლონეთში 1964 წლიდან მოღვაწეობდა. მისი შემოქმედების პერიოდში გაკეთდა 360 პროგრამა, მათ შორის უმრავლესობა იყო სატელევიზიო თეატრი, რამოდენიმე მხატვრული ფილმი და დოკუმენტური ფილმები.
კონსტანტინე ციციშვილის ინიციატიივით 1968 წელს დაიდგა სატელევიზიო სპეკტაკლი „ვეფხვის ტყაოსანი“, გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიძღვნა სერგო ზაქარიაძეს.
ბატონი კოტეს ინიციატიივით გაუკეთდა ორგანიზება ნიკო ფიროსმანიშვილის გამოფენას ვარშავის სახელმწიფო მუზეუმში და ასევე გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიეძღვნა საქართველოში პირველ დამოუკიდებელ საპარლამენტო არჩევნებს.
კონსტანტინე ციციშვილს აგრეთვე მიღებული აქვს პოლონეთის ტელევიზიის დამსახურებული მოღვაწის ჯილდო და მედალი.
აღსანიშნავია, რომ 1974 წელს კონსტანტინე ციციშვილმა ჩამოაყალიბა პოლონეთის ისტორიაში პირველი „პოლონეთის ყინულის რევიუ“ ( Polish Ice Revue), რომელმაც გასტროლები გამართა 20-ზე მეტ ქვეყანაში.
პოლონეთის შემოქმედებითი საზოგადოება კარგად იცნობს კონსტანტილე ციციშვილს ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ 2023 წლის ნოემბრიდან ვარშავაში იმართება კონსტანტინე ციციშვილის მოღვაწეობიდან 60 წლისთავთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები.
პოლონეთში ქართული დიასპორის სახელით ვუსამძიმრებთ კონსტანტინე ციციშვილის ოჯახს!
დაკრძალვა გაიმართება ოთხშაბათს 13 მარტს 14:00 საათზე ებრაელთა სასაფლაოზე, (მისამართი ul. Okopowa 49/51).“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.