თეგებით ძიება

კიევში „ქართული ლეგიონის“ მებრძოლი დაკრძალეს

რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას უკრაინაში დაღუპული „ქართული ლეგიონის“ მებრძოლი, ნოდარ ნარისოვი, კიევთან ახლოს დაკრძალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის თანახმად, ნოდარ ნარისოვი კიევის სიახლოვეს, სოფელ კრუშინკაში დაკრძალეს. დაკრძალვას სამოქალაქო პანაშვიდი უძღოდა წინ.

ცნობა უკრაინაში კიდევ 2 მებრძოლის გარდაცვალების შესახებ 9 მარტს გავრცელდა.

ორივე მათგანი „ქართული ლეგიონის“ შემადგენლობაში იყვნენ — ნოდარ ნარისოვი და გიორგი გოგიაშვილი.

მეომრები ზაპაროჟიეს მიმართულებით, ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს დაიღუპნენ.

ისინი რუსების წინააღმდეგ იბრძოდნენ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა