თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

კონგრესში მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა TikTok-ი დაბლოკოს

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა პოპულარული სოციალური ქსელი, TikTok-ი დაბლოკოს. აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კანონპროექტს მხარი 352-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 65 კი წინააღმდეგ წავიდა, მათ შორის 15 კანონმდებელი რესპუბლიკელი, 50 კი დემოკრატია.

ამოქმედების შემთხვევაში, კანონპროექტი TikTok-ს 5 თვეს მისცემს იმისთვის, რომ სრულად ჩამოშორდეს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მშობელი-კომპანია ByteDance-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაიბლოკება. ცნობისთვის, TikTok-ს 170 მილიონი ამერიკელი იყენებს.

ამას გარდა, კანონპროექტი აწესებს მსგავს შეზღუდვებს ნებისმიერი აპლიკაციისთვის, რომელსაც შეიძლება ჩინეთი, ირანი, რუსეთი ან ჩრდილოეთ კორეა აკონტროლებდნენ. ამასთან, ის ბაიდენისა და მომდევნო პრეზიდენტების ადმინისტრაციებისთვის ადგენს გეგმას, რომლის მიხედვითაც მსგავსი აპლიკაციების იდენტიფიცირება მოხდება და კანონის შესაბამისად აიკრძალება.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციის მიმწოდებელი კომპანიები დაბლოკილ აპლიკაციებს მაინც გაყიდიან, ყოველი ჩამოტვირთვისთვის, ანუ ყოველ მომხმარებელზე ჯარიმა 5 000 დოლარით განისაზღვრება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ TikTok-ი აიკრძალება და აპლიკაციის მიწოდებას Google-ი და Apple-ი თავისი მომხმარებლებისთვის მაინც გააგრძელებენ, მათ, პოტენციურად, შესაძლოა 850 მილიარდი დოლარის ჯარიმა დაეკისროთ.

იმისთვის, რომ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაეგზავნოს, მას მხარი სენატმაც უნდა დაუჭიროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა