მინდა ისმოდეს შენი სიმღერები......ჩემო ერთადერთო - რას წერს ჯაბა ბოჯგუას დედა?
დღეს მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დაბადების დღეა, რომელიც 12 წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მომღერლის დედა, მარინა გვასალია სოციალურ ქსელში შვილის სიმღერას აზიარებს და წერს:
„დღეს ხომ შენი დღეა, დედი… მინდა, ისმოდეს შენი სიმღერები… ჩემო ერთადერთო… როგორ უსაშველოდ მენატრები“.