თეგებით ძიება

"ოცნება" - 35%, "ნაციონალური მოძრაობა" - 16%,"ლელო" - 3% - Tia.ge-ს წინასაარჩევნო კვლევა

საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-მ წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 8-13 მარტის ინტერვალში, სხვადასხვა მეთოდით: პირისპირ, სოციალური ქსელით (ფეისბუქი) და სატელეფონო გამოკითხვის გზით. ჯამში 1500 რესპოდენტი გამოიკითხა თბილისის მასშტაბით. გამოკითხულებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე: „ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რა გადაწყვეტილებას დააფიქსირებდით?“

პარტიების რეიტინგი ალოკაციის გარეშე ასე გამოიყურება:

• ქართული ოცნება - 35.4%

• ნაციონალური მოძრაობა - 15.5%

• ლელო - 3.1%

• გახარია-საქართველოსთვის - 3.0%

• მელია/გვარამია-ახალი - 2.1%

• ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები - 1%

• გირჩი-მეტი თავისუფლება - 1%

• შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტია - 0.9%

• კონსერვატიული  მოძრაობა - 0.8%

• ევროპული საქართველო - 0.8%

• იაგო ხვიჩია-ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი - 0.3%

• სამნიძე/ბერძენიშვილი-რესპუბლიკური პარტია - 0.2%

• სხვა პარტიები - 1.4%

• ჯერ არ გადაუწყვეტია - 21.7%

• არცერთი/არ მიდის არჩევნებზე - 12.8%

რესპოდენტებს ჩავეკითხეთ უფრო ვისკენ იხრებოდა მათი სიმპათიები, გადაუწყვეტელი 22%-დან, 45% მტკიცედ აცხადებს, რომ არ ჩამოყალიბებულა არჩევანში, 40% უფრო ოპოზიციისკენ იხრება, ხოლო 15% ხელისუფლებისკენ.

ალოკაცია ძალიან პრობლემატურია, თუმცა ვეცადეთ ამ მეთოდითაც დაგვემუშავებინა მონაცემები. ალოკაცით შედეგები ასეთია:

• ქართული ოცნება - 40.8%

• ნაციონალური მოძრაობა - 18.7%

• ლელო - 5.3%

• გახარია-საქართველოსთვის - 5.2%

• მელია/გვარამია-ახალი - 2.9%

• ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები - 1.9%

• გირჩი-მეტი თავისუფლება - 1.4%

როგორც აღვნიშნეთ, 12.8% არავის მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა ცალკეულმა ინდივიდებმა მაინც გააჟღერეს, რომ მიეღოთ რომელ სუბიექტს მისცემდნენ ხმას. ხოლო გადაუწყვეტელთა დაახლოებით 7%-ის სიმპათიების იდენთიფიკაცია ვერ მოხერხდა.

ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა