თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

მინდა პუტინს ვუთხრა, აქ თქვენი არავის ეშინია - ნაუსედა

"მინდა პუტინს ვუთხრა: აქ თქვენი არავის ეშინია," - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ვილნიუსში, ალექსეი ნავალნის ახლო გარემოცვის წევრზე, ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმას.

"ეჭვგარეშეა, რომ ასეთი რამეები წინასწარ იგეგმება. მაგრამ მინდა განვმარტო: ხელისუფლება მოახდენს შეფასებას, ჩაატარებს გამოძიებას და იმედი მაქვს, იპოვის დამნაშავეებს.

მინდა პუტინს მხოლოდ ერთი რამე ვუთხრა: აქ თქვენი არავის ეშინია," - განაცხადა ნაუსედამ.

მომხდარს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრიც. გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, "მოძალადეებმა პასუხი უნდა აგონ თავიანთ დანაშაულზე."

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ ვოლკოვს ჩაქუჩით შეიარაღებული პირი ვილნიუსში, საკუთარ სახლთან დაესხა თავს. ვოლკოვს ხელი აქვს მოტეხილი. თავდასხმა 12 მარტის საღამოს მოხდა.

ცნობისთვის, ვოლკოვმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე რუსეთი დატოვა და უკვე რამდენიმე წელია ლიეტუვაში ცხოვრობს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა