თეგებით ძიება

კაცი, რომელიც 6 წლიდან "რკინის ფილტვებით" სუნთქავდა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

კაცი, რომელიც 6 წლიდან "რკინის ფილტვების" დახმარებით სუნთქვადა, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პოლ ალექსანდერი 1952 წლიდან პოლიომიელიტით იყო დაავადებული, რის გამოც, კისერს ქვემოთ იყო პარალიზებული და დამოუკიდებლად ვერ სუნთქავდა. 

ის სუნთქვას სპეციალურ მოწყობილობის, ლითონის ცილინდის საშუალებით ახერხებდა. როგორც BBC წერს, წლების შემდეგ მან დამოუკიდებლად სუნთქვა ისწავლა, თუმცა მოწყობილობის დატოვება მხოლოდ მცირე დროით შეეძლო. 

კაცს "რკინის ფილტვებით" დაცული ჰქონდა სამართლის ხარისხი, იყო პრაქტიკოსი იურისტი და აქვეყნებდა მემუარებს. ის მსოფლიო გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შესული, როგორც ადამიანი, რომელმაც ე.წ. რკინის ფილტვების გამოყენებით ყველაზე დიდი ხანი იცოცხლა. 

1950-იან წლებში პოლიომიელიტის ვაქცინის გამოიგონებამდე ე.წ. რკინის ფილტვების გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკა იყო. BBC-ის ცნობით, 1960-იან წლებში ის სხვა მოწყობილობებმა ჩაანაცვლეს, თუმცა ალექსანდერმა მის შეცვალზე უარი განაცხადა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა