თეგებით ძიება
13. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან „შეურაცხმყოფელი რიტორიკითა და ულტიმატუმებით“ - მარია ზახაროვა

რუსეთი შეშფოთებულია სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან „შეურაცხმყოფელი რიტორიკითა და ულტიმატუმებით“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, სომხეთს ურჩევს, მსგავსი რიტორიკის ნაცვლად, სწორი საკომუნიკაციო გზები გამოიყენოს.

მარია ზახაროვამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ დატოვებას გეგმავს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რუსეთი არასოდეს წაუყენებს პირობას რომელიმე ქვეყანას, რომ განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა სომხეთის ქმედება არასათანადოა.

„სომხური ელიტის სურვილი, რომ განიხილონ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საკითხი ამ ორგანიზაციის მიღმა, დამაბნეველია“,- თქვა ზახაროვამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა