თეგებით ძიება

„დაველოდოთ მომდევნო კვირის სამშაბათს“ - ტარიელ ნაკაიძე მუსლიმ მოსახლეობას მოუწოდებს დროებით გადადონ ადიგენში დაგეგმილი სოლიდარობის აქცია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის სოლიდარობის აქცია, რომელიც დაბა ადიგენში 15 მარტს იგეგმებოდა გადაიდო. პარლამენტარი და „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე მუსლიმ თემს მოუწოდებს, რომ დროებით თავი შეიკავონ დაბაში ჩასვლისგან, რადგან აქციამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

„როგორც ვიცი, რეგიონებიდან აპირებენ ადამიანები ჩასვლას (ადიგენში მცხოვრები მუსლიმი თემის სოლიდარობის მიზნით). სამართლიანია ესეც რა თქმა უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შევთანხმდით ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ სახელმწიფო ამ საკითხს მოაგვარებს, ვფიქრობ, რომ ამ პარასკევს რეგიონებიდან ჩასვლა არის არასწორი. ყველას მოგიწოდებთ, რომ ეს პარასკევი მოვითმინოთ და დაველოდოთ მომდევნო კვირის სამშაბათს. სამშაბათამდე პრობლემა უნდა დალაგდეს წესით, რადგან, ერთკვირიანი ვადა ნიშნავს ამას. თუ არ დალაგდება, შემდეგ პარასკევს შესაძლებელია, რომ თავისუფლად მოხდეს ის აქცია. აქცია გულისხმობს, რომ ადგილზე ჩავიდნენ ადამიანები და შეასრულონ ლოცვა. სხვა რაიმე გეგმა არ არსებობს, როგორც ვიცი. შეთანხმება რომ სწორად წარიმართოს, ყველას გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ამჯერად პარასკევის ლოცვაზე ჩამოსვლისგან“,–განაცხადა მან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა