თეგებით ძიება

მუშებმა დიასახლისის კატა შემთხვევით, კედელში ჩააშენეს

ამერიკის პენსილვანიის შტატის მცხოვრებმა აღმოაჩინა, რომ დაქირავებულმა მუშებმა კედლის გალესვის დროს შემთხვევით მისი საყვარელი კატა კედელში მოაყოლეს. ამის შესახებ Daily Star იუწყება.

მუშების წასვლის შემდეგ ქალმა შენიშნა, რომ ფისო არსად ჩანდა.  „ოთახში შევედი და გავიგე, როგორ ფხაჭნიდა კედელს. ის საშინლად შეშინებული ჩანდა“ - იხსენებს ქალი.

ქალმა მაშინვე სამაშველო სამსახურში დარეკა, სადაც ურჩიეს, რომ კედელი თავად გაეხვრიტა. ქალმა რჩევა შეასრულა და ოთხფეხა მეგობარი გაათავისუფლა. 

ნახეთ ვიდეო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა