შესაძლოა, პოლონეთში NATO-ს ჯარები განთავსდეს - ქვეყანა თავდაცვისუნარიანობას და შეიარაღებას აძლიერებს
პოლონეთი თავდაცვისუნარიანობას და შეიარაღებას აძლიერებს, არ არის გამორიცხული, იქ NATO-ს ჯარები განთავსდეს. პოლონეთი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის ინიციატივას შეუერთდა. ასევე ცნობილია, რომ უკრაინისთვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენის ინიციატივას 18 სახელმწიფო იზიარებს. უკრაიანა და მისი დახმარება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეერთებულ შტატებში პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტების დროს. შეერთებულმა შტატებმა პოლონეთს რამდენიმე მილიარდიანი პროექტი დაუმტკიცა, რომელიც მას შეიარაღების და თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება.