თეგებით ძიება

საქართველოში მოქალაქეების 83% ამბობს, რომ ქვეყნის დასაცავად იბძოლებს — Gallup-ის კვლევა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup international-ის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში მოხვდა, რომლის ყველაზე მეტი მოქალაქეც აცხადებს, რომ მზადაა იბრძოლოს, თუ ქვეყანაში ომი იქნება.

კვლევის ავტორების განცხადებით, ხუთეული ასე განაწილდა:

სომხეთი — 96%;

საუდის არაბეთი — 94%;

აზერბაიჯანი — 88%;

პაკისტანი — 86%;

საქართველო — 83%.

ხოლო იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომის შემთხვევაში ყველაზე მეტი ადამიანი აცხადებს, რომ თავად არ იბრძოლებს, მოხვდა:

იტალია — 78%;

ავსტრია — 62%;

გერმანია — 57%;

ნიგერია — 54%;

ესპანეთი — 53%.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კვლევის ფარგლებში, ჯამში, 46 138 ადამიანი გამოიკითხა და თითოეული ქვეყნიდან  ინტერვიუერთა რეპრეზენატატული რაოდენობა იქნა შერჩეული.

გამოკითხვა 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა პირისპირი, სატელეფონო ან ონლაინ ინტერვიუს სახით. Gallup international-ის თქმით, კვლევის ცდომილების ზღვარი არის 3-5%.

“ნეტგაზეთი”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა