ძნელი საფიქრებელია, რომ მელია-გვარამია შეძლებენ იმ ამომრჩეველზე გასვლას, რომელთაც არასდროს მიუციათ ხმა ენმ-სთვის - ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
გვარამიამ პოლიტიკური გაერთიანებას "ახალი" უწოდა და ამ ამბავს ინოვაციურ, ორიგინალურ, განსაკუთრებულ იდეად ასაღებს.
სასაცილოა !!!
ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ჩიხრია ფიქრაძე და მამუკა კაციტაძე, სხვებიც (ღმერთმა კარგად ამყოფოს ყველა), რომლებმაც საუკუნის დასაწყისში თავდაპირველად ფრაქცია "ახალი" დააარსეს და შემდეგ "ახალ მემარჯვენეებს" ჩაუყარეს საფუძველი.
კრემლის პოლიტიკურ განყოფილებაშიც ბევრი იფიქრეს, თუ რომელი პარტიის საშუალებით მოეგროვებინათ თავიანთ ყულაბაში მცირე და საშუალო ბიზნესის, ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერთა, თანამედროვე ტექნოლოგიების ფეტიშის მქონე ამომრჩეველთა ხმები და გადაწყვიტეს შეექმნათ პარტია "ახალი ხალხი". სხვათა შორის, "ახალი ხალხის" საპრეზიდენტო კანდიდატის - ვლადისლავ დავანკოვის კამპანიის ფერები მწვანე და ნარინჯისფერია :)))) ისინიც გაიძახიან ახალი ადამიანების, ახალი სტილის, ახალი ენის, ახალი მიდგომების, ახალი პოლიტიკის დროაო!
ვერ დაასახელებთ აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ვერც ერთ ქვეყანას (ბელორუსის გარდა), სადაც პოლიტიკურ ველზე სახელდება "ახალი" არ გაეთამაშებინათ სხვადასხვა კომბინაციით, ილჰამ ალიევის პარტიასაც კი შემოკლებით და მოფერებით "Yeni"-ის, "ახალს" უწოდებენ :))))
როგორც ეს გათვლაა უნიჭო და არაფრით გამორჩეული, ასევე ძნელი საფიქრებელია, რომ მელია-გვარამია შეძლებენ იმ ამომრჩეველზე გასვლას, რომელთაც არასდროს მიუციათ ხმა ენმ-სთვის - წერს ლევან ლორთქიფანიძე.