თეგებით ძიება

"ფანჯრები შემოანგრია, ეზოს მხარეს ვნახეთ, რომ დიდი ნგრევა იყო... მთელი კორპუსი ევაკუირებულია, ახლაც ვერ შევდივართ" - რას ამბობს მხატვარი სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებაზე?

ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და წუ­ხელ დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში, სამ­ტრე­დი­ის ქუჩა #2-ში. მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუ­სებ­ში ფან­ჯრე­ბის მი­ნე­ბი, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.

აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია და მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­ე­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბი­ნავ­და.

გამ­თე­ნი­ი­სას, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა გამო, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მო­სახ­ლე­ო­ბა დრო­ე­ბით სას­ტუმ­რო­ებ­ში და­ბი­ნავ­და.

"კორ­პუ­სის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად აღ­ნიშ­ნულ კორ­პუსს და­უბ­რუნ­დე­ბა, თუ კორ­პუ­სის გა­მაგ­რე­ბამ­დე დრო­ე­ბით ქი­რით გა­და­იყ­ვა­ნენ.

პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან, ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან რო­გორც შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ისე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ი­სა და დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კორ­პუს­ში, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მხატ­ვა­რი და­ვით ხი­და­შე­ლი ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან მძი­მე შემ­თხვე­ვას იხ­სე­ნებს:

- და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სამ სა­ათ­ზე სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო. ფან­ჯრე­ბი შე­მო­ან­გრია, ეზოს მხა­რეს ვნა­ხეთ, რომ დიდი ნგრე­ვა იყო... პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლი შუა სა­დარ­ბა­ზო­სი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო.

ძა­ლი­ან დიდი პა­ნი­კა იყო, ევა­კუ­ი­რე­ბა მოხ­და მთე­ლი კორ­პუ­სის. ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ გა­მო­სუ­ლე­ბი ვართ... კი გვი­თხრეს, დაბ­რუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბაო, მაგ­რამ არც წყა­ლი, გაზი ჩარ­თუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სად ისევ აქ ვრჩე­ბით. პირ­ველ სარ­თულ­ზე კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თია და რო­გორც ვი­ცით, იქ რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

- იქ მოხ­და რამე ისე­თი, ამან გა­მო­იწ­ვია ნგრე­ვა?

- არ ვიცი, ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. ალ­ბათ და­ად­გე­ნენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რაც იყო მი­ზე­ზი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცე­ცხლი არ ყო­ფი­ლა, აფეთ­ქე­ბა იყო... ამ­ჟა­მად გა­ხიზ­ნუ­ლე­ბი ვართ და კონ­ტაქ­ტი მე­ზობ­ლებ­თან ჯერ არ გვქო­ნია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა