თეგებით ძიება

არჩევნების წინ ყველა პარტია ლეიბორისტი ხდება - შალვა ნათელაშვილი

არჩევნების წინ ყველა პარტია  ხდება „ლეიბორისტი" და გამარჯვების შემდეგ განმარტებას აკეთებენ, რატომ არ შეიძლება მაღალი პენსია - ასე გრძელდება 30 წელია ბედი ქართლისა, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

„წინასაარჩევნო დაპირებები, მხოლოდ დაპირებებია. არჩევნების წინ, ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის აღვირახსნილი ლიბერალური მემარჯვენე, კერძო საკუთრების ფუნდამენტალისტი ხდება „ლეიბორისტი" საარჩევნო დაპირებებში და როდესაც აირჩევენ პარლამენტში და გაინაღდებს თავისას, შემდგომ დაკავებული არიან იმით, რატომ არ შეიძლება მაღალი პენსია, რატომ არ გამოვიდა სამუშაო ადგილების შექმნა, რატომ არ არის უფასო ფული.... თურმე ეს ყველაფერი ობიექტური გარემოებების გამოა და მათი წინასაარჩევნო დაპირებები იყო სხვა, რეალური მდგომარეობა არის განსხვავებული და ასე გრძელდება 30 წელია ბედი ქართლისა და ასე დაიცალა საქართველო თვალსა და ხელს შუა, დაპატარავდა „შაგრენის ტყავივით",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა