თეგებით ძიება
14. 03. 2024 მსოფლიო

საქართველოში ჩინელი ინდმეწარმეების რაოდენობა 388%-ით გაიზარდა

გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოში ჩინურ კაპიტალის მონაწილეობით, ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 2-ჯერ, 109%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს ქვეყანაში 138 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა, ჩინურ ინვესტიციის მონაწილეობით, 2023 წელს კი 289.

ამასთან, ყველაზე მეტი ზრდა, 388%-ანი ინდივიდუალურ მეწარმეებში დაფიქსირდა.

კერძოდ, როგორც ცხრილშია მოცემული, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ჩინური კაპიტალის მონაწილეობით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 109-დან 156-მდე გაიზარდა, ინდივიდუალურ მეწარმეთა რაოდენობა 26-დან 127-მდე, უცხოური საწარმოს ფილიალი 1-დან 3-მდე, ხოლო არაკომერციულ იურიდიულ პირთა რაოდენობა - 2-დან 3-მდე.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა