თეგებით ძიება

„რუსი გიდები, რუსული სასტუმროები და მეღვინეობები... გარუსებულები ვართ“ - რა ვითარებაა ტურისტულ სექტორში?

„საქართველოს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ განიავებულია“ - ამის შესახებ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა რეგიონში ტურისტული ცენტრი იყოს, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო წინ არ წავიდეს. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის, ცივილიზებული ქვეყნების მოქალაქეებს დასვენების სურვილი არ აქვთ.

„ქვეყანა, რომელზეც წერს ყველა ცივილიზებული სახელმწიფო, რომ ჩვენ ვართ რუსეთიდან გამოქცეული „დევნილების“ თავშესაფარი და ჩამოფრენილების რაოდენობაში 10-დან 8 არის რუსეთის მიმართულება, ქვეყანაში, სადაც ჩამოდის ამდენი რუსი, იქ ცივილიზებული ქვეყნის მოქალაქეს არ ექნება სურვილი, რომ ჩამოვიდეს და დაისვენოს, ეს აისახება რეალობაზე და ჩანს ტურისტების რაოდენობაში“, - აღნიშნა მან.

მისი განმარტებით, საქართველოში ტურიზმის კულტურა იაპონიიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის. სექტორი მათგან სწავლობდა მომსახურების სტანდარტებს და ვითარდებოდა, დღეს კი მათგან ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. ნაცვლად ამისა, სექტორის ნაწილს რუსები მართავენ.

„რეალობაში ვართ გარუსებული - სასტუმროები, სატრანსპორტო კომპანიები, თავისი რუსულენოვანი ნომრებით, რუსი გიდები, სამთო-კულტურული, მეღვინეობები რუსების მიერ შექმნილი - მთლიანად არის გადაწყობილი სისტემა ოკუპანტი სახელმწიფოს რეჟიმზე. ერთ ქვეყანას ვერ დავასახელებთ მსოფლიოში, რომელიც არის რუსეთის პარტნიორი და ხალხი ცხოვრობს კარგად. ირანი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ნიკარაგუა, ვენესუელა - ასეთი ოდიოზური ქვეყნები ვერაფერს ვერ აკეთებენ გარდა იმისა, რომ მიდიან უკან, ჩვენც დღეს ამ რეალობის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ხარჯვითუნარიანობის თვალსაზრისით, რუსები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ ტურიზმში, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან ჩამოსული ტურისტები.

„მდგომარეობა რუსეთში რაც არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, პატარა რაოდენობა ოლიგარქების ვინც არიან რუსეთში, ისინი აქ არ ჩამოვლენ და ფულს არ დახარჯავენ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ დანახარჯზე, ყველას შეუძლია ჩამოვიდეს, დაისვენოს და დახარჯოს ფული და ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის ოკუპანტი სახელმწიფო და მათი მოქალაქეები ჩვენს ქვეყანას უკვე 300 წელია პრობლემებს უქმნიან“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა