თეგებით ძიება

"ოცნების" კორუფციულმა პოლიტიკამ მოქალაქეებს 200 000 სამუშაო ადგილი დააკარგვინა - ირაკლი კუპრაძე

ქვეყანაში 200 000  სამუშაო ადგილის დეფიციტია - მონაცემებს პარტია ლელო სტატისტიკის გაანალიზების შედეგად აქვეყნებს.  როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლების არასწორი და კორუფციული პოლიტიკის წყალობით, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები შემცირებულია, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება და მოსახლეობას ემიგრაციაში უწევს წასვლა. 

"ქართული ოცნების" დანაშაულებრივმა კორუფციულმა პოლიტიკამ 200 ათასი სამუშაო ადგილი დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეებს. 2023 წლის ბოლო მონაცემებით, 16.4% უმუშევრობის მაჩვენებელია და 300 000 -მდე ადამიანი ეძებს სამუშაო ადგილს. 2016 წელს 1 022 600 სამუშაო ადგილიდან, 2022 წელს 975 000 სამუშაო ადგილამდე შემცირდა დასაქმების მაჩვენებელი. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების'  კორუფციული პოლიტიკა აზიანებს საქართველოს ეკონომიკას"  - ამბობს ირაკლი კუპრაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა