თეგებით ძიება

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია გაქურდეს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია გაქურდეს.  როგორც ობიექტის წარმომადგენლებმა "მთავარი არხის" ვებგვერდს აცნობეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში შესვლა კარის დაზიანების შედეგად მოახერხა. სალაროდან წაღებულია 400 ლარამდე თანხა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებულია ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა