თეგებით ძიება

როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი ლაშქრობაში წასასვლელად

საწვიმარი. ყველაზე კარგი ქურთუკი საზაფხულო ლაშქრობებისათვის არის წყალგაუმტარი საწვიმარი, თუმცა მიუხედავად ამისა, მის შიგნით არსებული სპეციალური საფარის საშუალებით კანი ისუნთქებს, მას "მემბრანას" ეძახიან. ასეთი ქურთუკები რა თქმა უნდა ჩვეულებრივ ანალოგებზე ძვირი ღირს. თუმცა ლაშქრობის მოყვარულებისთვის აუცილებელია. ის ასევე არ ატარებს ქარს.

შეარჩიეთ შარვალი. შარვალი ზაფხულის ლაშქრობისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მოსახერხებელი. ის აუცილებლად სწრაფად უნდა შრებოდეს დასვლების შემთხვევაში. ჩვეულებრივი ჯინსის და სამხედრო სტილის შარვლები ვერ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ისინი მძიმეები არიან და გვიან შრებიან. ლაშქრობის დროს, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, შეიძლება დაგჭირდეთ დასვრილი შარვლის გარეცხვა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი დროული გაშრობა, ასევე წვიმის დროს დასველების შემდეგ აუცილებელია მალე შეიძლებოდეს მისი ხელახალი გამოყენება. შეიძინეთ სპეციალურად ლაშქრობისთვის განკუთვნილი შარვალი.

აირჩიეთ მაისური. ბამბის შემცველი მაისურები დატოვეთ სახლში. მაისურები რომლებიც არის დამზადებული სინთეტიკისგან, არის ბევრად უფრო მოსახერხებელი ლაშქრობისას. ის ასევე არის მსუბუქი, ადვილად ირეცხება და შრება.

შეარჩიეთ მოსაცმელი. სალაშქრო მოსაცმელებს ამზადებენ მსუბუქი მაგრამ თბილი ქსოვილისგან. მათი ვარიანტები ძალიან ბევრია და არჩევანიც დიდია.

შეარჩიეთ ქუდი. ქუდის ფორმა, ფერი და დიზაინი შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით . მთავარია, ის იყოს მსუბუქი, რომ არ შეგიქმნათ დისკომფორტი და ატარებდეს ჰაერს.

შეარჩიეთ ტრუსები და წინდები. საცვლებისა და წინდების ფერს არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა გირჩევთ, რომ ისინი იყოს დამზადებული სინტეთიკური მასალისგან, რომელიც მალე შრება. ეს დაგეხმარებათ მათ მალე გარეცხვა-გაშრობაში. რაც შეეხება მათ რაოდენობას, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი დღით გეგმავთ ლაშქრობაში ყოფნას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა