თეგებით ძიება
14. 03. 2024 მსოფლიო

ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლებს აფართოვებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რეგულაციის პროექტზე შეთანხმდნენ, რომლის საშუალებითაც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი განახლდება. მიზანი უვიზო მიმოსვლის ბოროტად და ევროკავშირის ინტერების საწინააღმდეგოდ გამოყენების გამკლავებაა. 

განახლებული მექანიზმით, ევროკავშირს მიეცემა შემდეგი ახალი საფუძვლები უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად:

თუ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მდგომარეობა შეუსაბამოა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, ევროკავშირის მსგავსად არ იცავს სავიზო რეგულაციებს. ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით შეიძლება გამოიწვიოს ევროკავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობის გაზრდა.

ინვესტორის მოქალაქეობის სქემის არსებობა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის მინიჭება ხდება მესამე ქვეყანასთან სარწმუნო კავშირის დადასტურების გარეშე, წინასწარ განსაზღვრული გადასახადებისა და ინვესტიციების სანაცვლოდ

ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების კანონმდებლობასა თუ პროცედურებში.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ასევე შეძლებენ ამ ქვეყანასთან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მნიშვნელოვანი და მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ეხება ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

არსებობს შემდეგი საფუძვლებიც: მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის არსებითი ზრდა, რომელთაც უარი ეთქვათ (შენგენის ზონაში) შესვლაზე ან დარჩნენ დასაშვებზე ხანგრძლივი პერიოდით.

მესამე ქვეყნის მოქალაქეებისგან თავშესაფრის მოთხოვნით უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის არსებითი ზრდა, რომლის აღიარების მაჩვენებელი დაბალია.

ევროკავშირთან თანამშრომლობის შემცირება იმ ადამიანების რეადმისიაზე, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

ხიფათი ან გარდაუვალი საფრთხე საჯარო პოლიტიკის ან შიდა უსაფრთხოებისთვის (მაგ. სისხლის სამართლის დანაშაულების გაზრდის გამო).

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ვადა იზრდება 9-დან 12 თვემდე ,ასევე შესაძლოა გაგრძელდეს დამატებით 24 თვით (დღეს მოქმედი ვადა 18 თვეა). შეჩერების ფაზაში ევროკომისია მესამე ქვეყანასთან აწარმოებს დიალოგს შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსასწორებლად.

გამოსავლის არსებობის პირობებში ევროკავშირს საშუალება აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.

ევროკავშირის ელჩების ინიციატივის საბოლოო საკანონმდებლო ტექსტზე ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები პარლამენტთან უნდა შეთანხმდნენ.

უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმი, 2018 წლიდან მოქმედებს.

ევროკავშირს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთანაც აქვს უვიზო რეჟიმი. რომლის მიხედვით შენგენის ზონაში მოგზაურობა მესამე ქვეყნების მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა