UNESCO-მ ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინის ელექტრონული მუსიკის სცენა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
როგორც გამოცემა წერს, კედლის დაცემის შემდეგ, ბერლინი მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი ძლიერი კლუბური კულტურით, რომელიც „Berghain“-ის სახელით (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ცნობილი ღამის კლუბი ბერლინში) მოხვდა.
ბერლინის კულტურის პრომოუტერების ქსელის, კლუბების აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ლუც ლაიხსენრინგი ამბობს, რომ იუნესკოს გადაწყვეტილება კლუბურ კულტურას აღიარებს, როგორც ღირებულ სექტორს, რომელსაც დაცვა და მხარდაჭერა სჭირდება.
DW ასევე წერს, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია აერთიანებს მუსიკას, სპექტაკლებს, უძველესი ხელნაკეთობებსა და სხვადასხვა წეს-ჩვეულებებს, როგორც გლობალური კულტურულ საგანძურს, რომელიც დაცული უნდა იყოს.
აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ გერმანიის დედაქალაქი – ბერლინი ღამის კულტურითა და კლუბური ინდუსტრიით მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა.