თეგებით ძიება
14. 03. 2024 ვიდეო

წაღებულია 400 ლარამდე თანხა - ზოომაღაზიის ქურდობა თბილისში (კამერის ჩანაწერები)

ყაზბეგის გამზირზე დილის საათებში ზოომაღაზია "დოგუნა" გაქურდეს. უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ ამტვრევს გამოძიებისთვის დაუდგენელი პირი კომერციული ობიექტის კარს, შედის მაღაზიაში, სალაროდან იღებს ფულს და სიგნალიზაციის ჩართვისთანავე ტერიტორიას ტოვებს. წაღებულია 400 ლარამდე თანხა. 

"მეტალოების კარი აქვს რაღაცით გაღებული, არ ჩანს კარგად. რო შევიდა სალაროსთან მივიდა და რაც იყო უჯრაში თანხა ის აქვს აღებული. სხვა არაფერი. რა უნდა აეღო, ძაღლის სასუსნავები და სათამაშოებია მაღაზიაში. 400 ლარამდეა თანხა. დილით რომ მივედით და დაგვხვდა კარი ღია და თანხა არ იყო, დავრეკეთ პოლიციაში, კამერის კადრები გამოძიებას გადაცემული აქვს" ამბობს "მთავართან" ობიექტის მეპატრონე.  

ობიექტი უკვე მეორედ გატეხეს. პირველ შემთხვევაში არასრულწლოვნებმა, ახლა კი სავარაუდოდ სრულწლოვანმა პირმა. 

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა