იაპონიის ერთ-ერთი ქალაქის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო
იაპონიის ქალაქ საპოროს უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა არაკონსტიტუციურად ცნო. ეს იაპონიაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იაპონია „დიდი შვიდეულის“ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები კანონით დაცული არ არის. ამ ტიპის ქორწინებას მოსახლეობის 70% მხარს უჭერს, მაგრამ მმართველი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ეწინააღმდეგება.
საპორის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ერთნაირი სქესის ადამიანების ქორწინების შეზღუდვა არის არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციული. ამასთანავე, სასამართლომ მოსარჩელე მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები მთავრობის მხრიდან კომპენსაციის გადახდას ითხოვდნენ.
„ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, როგორც ჩანს, დისკომფორტს არ ქმნის და ამას მავნე შედეგები არ აქვს“ - წერია სასამართლოს დადგენილებაში. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე ამბობს, გადაწყვეტილებამ „მის მოლოდინს გადააჭარბა“, რის გამოც „ცრემლებს ვერ იკავებდა“.
მანამდე ქვედა ინსტანციის ერთმა სასამართლომ სარჩელი გაიზიარა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონით დადგენას არაკონსტიტუციური უწოდა, ხოლო მეორე ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ გაიზიარა. ამის შემდეგ მოსარჩელეებმა საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ტოკიოს საოლქო სასამართლომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების სტატუსის არარსებობას ასევე „არაკონსტიტუციური“ უწოდა.