თეგებით ძიება

დღეიდან 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობების უფასოდ ჩანაცვლება დაიწყო

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან, უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

ლამინირებული პირადობის მოწმობების ჩანაცვლების პროცესი უვადოდ გაგრძელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა