15 ქვეყანა, საიდანაც თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 22.84% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 62.2 მილიონი დოლარი, რაც 66.8%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვალთან შედარებით.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია - $62.2 მლნ;
იტალია - $43.97 მლნ;
აშშ - $41.21 მლნ;
ისრაელი - $20.43 მლნ;
საბერძნეთი - $18.99 მლნ;
გერმანია - $18.1 მლნ;
ყაზახეთი - $10.6 მლნ;
თურქეთი - $7.74 მლნ;
ესპანეთი - $4.33 მლნ;
საფრანგეთი - $5 მლნ;
ირლანდია - $4.63 მლნ;
საფრანგეთი - $4.46 მლნ;
აზერბაიჯანი - $3.76 მლნ;
ყირგიზეთი - $3.28 მლნ;
გაერთიანებული სამეფო - $2.95 მლნ;