თეგებით ძიება

ფულადი გზავნილები 27%-ით შემცირდა - 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26.9%-ით შემცირდა და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის თებერვალში ფულად გზავნილებში ევროკავშირის ქვეყნების წილი 38.79%, ხოლო დანარჩენი ქვეყნების 61.21% იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 15.9%-ით გაიზარდა, დანარჩენი ქვეყნებიდან კი 40.7%-ით შემცირდა.

2024 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან:

რუსეთის ფედერაცია - 62,203 მლნ დოლარი

იტალია - 43,969 მლნ დოლარი

აშშ - 41,201 მლნ დოლარი

ისრაელი - 20,428 მლნ დოლარი

საბერძნეთი - 18,987 მლნ დოლარი

გერმანია - 18,101 მლნ დოლარი

ყაზახეთი - 10,595 მლნ დოლარი

თურქეთი - 7,744 მლნ დოლარი

ესპანეთი - 5,002 მლნ დოლარი

ირლანდია - 4,628 მლნ დოლარი

ამასთანავე, 2024 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.0 მლნ აშშ დოლარი (77.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის თებერვლის (27.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა