თეგებით ძიება

რამდენია ჯარიმა გარემოს დანაგვიანებაზე?

საქართველოში, დიდი ხანია ერთ-ერთ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში დანაგვიანების წინააღმდეგ აქტიური კამპანიები მიმდინარეობდა და 2015 წლიდან გარემოს დანაგვიანება კანონითაც ისჯება, კორონავირუსის შემდეგ თითქოს აღნიშნული საკითხის კონტროლი ნაკლებ აქტუალური გახდა. დედაქალაქის გარდა, დაბინძურებული გარემო მუდმივად შესამჩნევია რეგიონებში, ბუნებაში, საპიკნიკე ადგილებში და განსაკუთრებით საავტომობილო გზებზე.

2015 წლის იანვრიდან გარემოს დანაგვიანება ისჯება კანონით:

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარი; 2 კგ ან მეტი ოდენობის ფიზიკური პირი 150 ლარი; იურიდიული პირი - 500 ლარი;

1 მ3-ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ფიზ. პირი - 300 ლარი; იურ. პირი - 1000 ლარი;

საცხოვრებელი სახლებიდან ან შენობა-ნაგებობებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება - 100 ლარი;

ავტოსატრანსპორტო და საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებიდან გარემოს 2კგ-მდე ნარჩენებით დანაგვიანება ჯარიმდება მძღოლი - 120 ლარით

2 კგ-მდე ბატარეების, აკუმულატორების, ელექტრონათურების, ელექტროსაქონელის, გრაფიტის ელექტროდების, ასევე ბასრი ან მჩხვლეტავი საგნების, შუშის ნამსხვრევების, ლურსმნების და სხვა მსგავსი ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება - 100 ლარი

დიდი მოცულობის ნარჩენებით (მათ შორის სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო და ელექტროტექნიკური დანადგარების, სამშენებლო დანადგარებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების) გარემოს დანაგვიანება ფიზ. პირი - 500 ლარი; იურ. პირი - 1500 ლარი;

1 მ3 ან მეტი მოცულობით სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება: ფიზ. პირი - 500 ლარი; იურ. პირი - 1500 ლარი;

ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება (ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოვლის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას) 50 ლარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა