თბილისში პირველი საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
11 აპრილს, ახალ თეატრში, Touch Plarform-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს Touch RGB-ს ჩაეყრება საფუძველი.
Touch RGB წელს 10 საერთაშორისო ვარსკვლავურ ლაინაფს წარმოგვიდგენს, მათ შორის არიან:
1. Pablo Stainley - MUSHO-ს დამფუძნებელი,
2. Jonas Lempa - Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი
3. Fonz Morris - Nefflix, პროდუქტის წამყვანი დიზაინერი
4. Ferdi Alici - OUCHHH - დამფუძნებელი
5. DINES® - Studio BLUP - დამფუძნებელი
6. Cleber De Campos - Pentagram - კრეატიული დირექტორი
7. Alon Chitayat - Animation Studio - დამფუძნებელი
8. Vasjen Katro - Baugasm - დამფუძნებელი
9. Perdo Messias - OMSE-ის დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი
10. Sofia Papadopoulou - არტ დირექტორი/გრაფიკული დიზაინერი, Awwward-ის ჟიურის წევრი
11. Jimmy Elias - SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი
Touch RGB-ში ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და სხვა აქტივობები.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ტური, რომელიც 12-14 აპრილს გაიმართება. 3 დღის განმავლობაში UI/UX თემატიკაზე ვორქშოფები მოეწყობა.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: Georgia Travel, Chateau Mukhrani, DBlock, Adjaragroup, Holy Motors, GIPA,
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.