თეგებით ძიება

კანონის ამოქმედების მერე დაბადებული ცხოველების სტერლიზაცია/კასტრაცია სავალდებულო გახდება

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ძაღლებისა და კატებისთვის სტერილიზაცია/კასტრაცია სავალდებულო იქნება. ამის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.

"კანონპროექტში სიახლე შემოდის. ეს არის სტერილიზაცია/კასტრაციის ვალდებულება. ჩვენ, ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის კონკრეტული მუხლების ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ - იმ ვეტერინალური წესების მიხედვით, რომელიც მოქმედი კანონმდებლობითაც დადგენილია". - თქვა ბითაძემ პარლამენტში, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტში შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის განხილვა 4 მარტს დაიწყო. მას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა