თეგებით ძიება
15. 03. 2024 მსოფლიო

ლატვიამ, შესაძლოა, რუსეთის ასობით მოქალაქის დეპორტაცია მოახდინოს

ლატვიის ხელისუფლებამ შესაძლოა ქვეყნიდან 800 რუსი გააძევოს, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ აქვთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის მიგრაციის დეპარტამეტნის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამ დროისთვის ლატვიაში ყოფნის უფლება 800 ადამიანს არ მიუღია, არც მუდმივი და არც დროებითი ბინადრობის მოთხოვნით არ მიუმართავთ...

აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს შემდგომი გადამოწმებისთვის გადავეცით. 

უახლოეს კვირებში გაირკვევა, არიან თუ არა ეს ადამიანები ისევ ლატვიაში, თუ არიან, 30 დღის განმავლობაში გასვლის შესახებ ბრძანება გამოიცემა", - თქვა მან.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებმაც ლატვიური ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს, შეეძლოთ მიემართათ დროებით ბინადრობის ნებართვისთვის ორი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მათი ლატვიური ენის ცოდნა კვლავ შემოწმდება დეპორტაციის საფრთხის გამო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა