თეგებით ძიება
15. 03. 2024 მსოფლიო

რუსეთის თავდასხმა ოდესაზე - დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავდა მინიმუმ 20

რვა ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 5 მაშველია.

მანამდე ცნობილი გახდა აფეთქების შემდეგ მაშველისა და მედიკოსის დაღუპვის შესახებ. პარასკევს ოდესაში აფეთქებების სერია იყო. ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 

სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, ავტოგასამართი სადგური, დაბალი წნევის გაზსადენი და 2 სახანძრო-სამაშველო მანქანა, გაჩნდა ხანძარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა