გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ გზაზე - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ანკარა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
ჰაქან ფიდანი საქარველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. მან ასევე ხაზი გაუსვა
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობას.