"საყოველთაო ამნისტია პატიმრებს" - აქცია პარლამენტთან
"საყოველთაო ამნისტია პატიმრებს" - ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან პატიმრების ოჯახის წევრების აქცია მიმდინარეობს.
საკაონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ამბობენ, რომ პარლამენტმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილოს, რადგან ამნისტია, უკვე 12 წელია, აღარ ყოფილა. პატიმრების ოჯახები საზოგადოებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.