თეგებით ძიება

საფრანგეთი ხედავს და აღიარებს საქართველოს პროგრესს - მარიამ ლაშხი

საფრანგეთი ხედავს და აღიარებს საქართველოს პროგრესს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

„ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული სკეპტიციზმი შეიცვალა და ჩვენ უკვე გვაქვს პოზიტიური გზავნილები. დღეს ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, რომ საფრანგეთში ქართული პროდუქციის შემოსვლასთან დაკავშირებით სხვა მიდგომა უნდა იყოს - არა წმინდა წყლის ეკონომიკური კუთხით, არამედ პოლიტიკურად უნდა შევხედოთ ამას. საფრანგეთის პარლამენტში მოეწყობა ქართული ღვინის დღე, რათა ე.წ. ღვინის დიპლომატიით კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა