პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან, საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. პატიმრების ოჯახის წევრები პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან მობილიზებულნი და აცხადებენ, რომ „დროა, საყოველთაო ამნისტია გამოცხადდეს“.
შეკრებილებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერით: „საყოველთაო ამნისტია პატიმრებს!" „შანსი სჭირდება ყველას“, „ჰუმანური მიდგომა აკეთილშობილებს".