თეგებით ძიება

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ 4 კომპანია და 2 უძრავი ქონება დამალა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვასილ ხახულაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებასა და ბიზნეს საქმიანობას მალავს.

კერძოდ, "გამჭვირვალობის"კვლევით, ვასილ ხახულაშვილმა 2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითა და სრულად არ ასახა უძრავი ქონება.

ორგანიზაციის ცნობით, ხახულაშვილი ბიზნეს წილებს ოთხ კომპანიაში ფლობს, რომელთაგან არც ერთი არ არის ასახული დეკლარაციაში. საყურადღებოა, რომ სამეწარმეო საქმიანობის შესახებ მან არც 2022 და 2023 წლის დეკლარაციებში არ მიუთითა.

ხახულაშვილი ფლობს:

შპს აი გაზი - 25%

შპს აი გაზი+ - 50%

შპს გაზი 555 - 49%

შპს გაზი 555+ - 49%

"ვასილ ხახულაშვილმა მის მფლობელობაში არსებული ბიზნესწილები მართვის უფლებით არ გადასცა მესამე პირს, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის პირდაპირი დარღვევაა" - წერს TI

გარდა ამისა, ხახულაშვილმა დეკლარაციაში სრულად არ ასახა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქალაქ მარნეულში 1400 და 1460 კვ.მ მიწის ნაკვეთები.

"საინტერესოა ისიც, რომ 2016 წელს ხახულაშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გიორგი ქოიავამ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” 20-20,000 ლარი შესწირეს. 

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ვასილ ხახულაშვილი, როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში" - წერს ორგანიზაცია 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს ვასილ ხახულაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა